აქცია ბულვარში მშენებლობის წინააღმდეგ

22 თებერვალი 2021, 15:00 1095 ნახვა

''არ დავთმობთ" ,''ბულვარი ჩვენია"  -  ამ ლოზუნგებით  ბულვარში ''მე მიყვარს ბათუმის'' წევრები  16 სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, პასუხისმგებლობას კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მშენებლობის ნებართვის გამცემ უწყებას აკისრებენ.

აქტივისტები ითხოვენ, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ქალაქის მერთან შეხვედრას.

აქციის მონაწილეები ასევე ირწმუნებიან ასევე, რომ ადგილზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები დარღვეული რის გამოც ითხოვენ  შრომის ინსპექციის მოსვლას და ადგილზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში