აშშ-ში კოვიდ-19-მა იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ერთად აღებულმა სამმა ომმა

22 თებერვალი 2021, 14:03 931 ნახვა

აშშ-ში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ქვეყანამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე ვიეტნამის ომში ერთად დაკარგა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.  მსხვერპლთა დიდი ნაწილი  მოხუცთა თავშესაფრებზე მოდის. მსგავს დაწესებულებებში 163 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნის მთლიანი მაჩვენებლის მესამედია. გასული კვირის განმავლობაში, ნიუ ჰემფშირში, „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების 73 პროცენტი დაკავშირებული იყო მოხუცთა სახლებთან.

კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით მომაკვდინებელი იყო 65 წელს ასაკის ზემოთ ამერიკელებისთვის, რაც საერთო მსხვერპლის 81 პროცენტს შეადგენს. აშშ „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა და ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება 28 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 498 ათასზე მეტი  გარდაიცვალა. „ნიუ იორკ თაიმსის“ პირველ ფურცელზე 500 ათასი წერტილი დაბეჭდეს, რაც სიმბოლურად კორონავირუსით გარდაცვლილ 500 ათას მოქალაქეს აღნიშნავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში