რიგები მომსახურების სააგენტოსთან

22 თებერვალი 2021, 18:02 1112 ნახვა

შსს მომსახურების სააგენტოსთან  მოქალაქეების ცოცხალი რიგებია.  ერთ კვირაში   იწურება   2020 წლის 1 მაისამდე  შემოყვანილი ავტომობილების განბაჟებისთვის ვადა,  ასევე  31 მარტამდე უნდა  უზრუნველყონ  ავტომობილების მეპატრონეებმა ტრანსპორტის ახალი სანომრე ნიშნებით აღჭურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში  დაჯარიმდებიან. 

ასეულობით მოქალაქე ელოდება რიგს, მომსახურების სააგენტოში კი ამბობენ,რომ ამ  მომსახურებებზე რიგის ონლაინ ჯავშანი  ვერ მოხერხდება.  

უწყებაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში