კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს

22 თებერვალი 2021, 17:27 995 ნახვა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი მოკლეს.  ლუკა ატანაზიო ბოევიკების შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.  ინფორმაციას იტალიური ტელეარხები ავრცელებენ.  ინციდენტი ქალაქ გომაში მოხდა.  შეიარაღებული ბოევიკები თავს დაესხნენ გაეროს ავტომობილების კოლონას.

ერთ-ერთ ავტომობილში იტალიის ელჩი იმყოფებოდა. დიპლომატის გარდა დაიღუპა მისი თანმხლები იტალიელი კარაბინერი.

იტალიური მედია აღნიშნავს, რომ  თავდასხმის მიზეზი  ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ  საუბარია  გატაცების მცდელობაზე. 

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში