„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა

23 თებერვალი 2021, 08:17 863 ნახვა

სპეციალური დანიშნულების რაზმი, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. ამ წუთებში შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს.

სპეცრაზმმა შენობიდან უკვე გამოიყვანა რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.

ნიკა მელიას ოფისში სამართალდამცავები გამთენიისას გამოჩნდნენ. პოლიციამ ენმ-ს ოფისი ალყაში მოაქცია. სპეცრაზმელები ოფისის სახურავზე სახანძრო მანქანის კიბის საშუალებით ადიოდნენ.

ამ წუთებში როგორც პარტიის ოფისში, ისე შენობის გარეთ დაძაბული სიტუაციაა. ისმის შეძახილები „სირცხვილია“.

სამართალდამცავებმა შენობაში შესვლა უკანა შესასვლელიდან მოახერხეს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში