ეს არის რეჟიმის დასასრული - ნიკა მელია 

23 თებერვალი 2021, 08:28 1061 ნახვა

ნიკა მელიას განცხადებით, გავრილოვის გამო საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს. 

„ეს არის რეჟიმის დასასრული, რეჟიმები ასე სრულდებიან, კუნთიანი სპეცრაზმელების დახმარებით ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას.

მე რომ მზად არ ვყოფილიყავი მოვლენების ასე განვითარებისთვის, ამ ძალმომრეობას, რომ შევეშინებინე მერწმუნეთ თავი მექნებოდა დახრილი და მუხლიც მოდრეკილი. 

მართლაც როგორც არასდროს, ვარ ძლიერად, მაგრად, მჯერა, რომ ამ კადრებს როცა ნახავენ ჩვენი შვილები და ჩემი შვილი, იამაყებს საკუთარი მამით, მამის მეგობრებით. ამიტომ, გავრილოვი, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე ვერ გაგვასამართლებენ. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა გაგვაერთიანა, ასე ვიქნებით იქამდე, ვიდრე ეს რეჟიმი არ დაენარცხება ძირს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

სპეციალური დანიშნულების რაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. ამ წუთებში შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს.

ნიკა მელია შენობის მეორე სართულზეა. იქვე იმყოფებიან ოპოზიციის სხვა ლიდერებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში