აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

23 თებერვალი 2021, 11:01 857 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19  სულ 35 459 მოქალაქემ დაამარცხა.

კლინიკა დატოვა 22-მა პაციენტმა. რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 6 პაციენტი.

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 117 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში 71, ხოლო ონლაინ კლინიკაში 105 პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში