''ქართული ოცნების'' ვებ-გვერდებსა და სახელმწიფო უწყებების საიტებზე კიბერშეტევა ხორციელდება - მდინარაძე

23 თებერვალი 2021, 12:40 835 ნახვა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' საიტებზე კიბერშეტევა ხორციელდება. 

''ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულებაც ნეობოლშევიკებმა დღეს ვერ მოახერხეს'' - აცხადებს დეპუტატი. 

მისივე თქმით, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

''ამ წუთებში მიმდინარეობს მარსირებული კიბერშეტევა, როგორც ''ქართული ოცნების'' ვებგვერდებზე და საიტებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულებაც ნეობოლშევიკებმა დღეს ვერ მოახერხეს. მათ საბედნიეროდ ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის და სახელმწიფოს მიმართ. ვინც ასე გააკეთა ეს არის სწორი საქციელი.

არავის თვითმიზანი არ გახლავთ ვინმეს დაჭერა და დაპატიმრება. თუ სახელმწიფოს სახელმწიფო ჰქვია უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს და ლეგიტიმურ აღსრულებას. 

რაც შეეხება კიბერშეტევას, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს პერიოდში გამოიძიებენ ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უკვე ფაქტია. რაც არ უნდა კიბერშეტევები ახორციელოთ და სხვა დესტრუქციული მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო და კანონი დგას თავის ადგილას. გამოძიებული იქნება და ფარდა აეხდება ყველაფერს. 

ასი ნიუსიდან 98 განთავსება ვერ ხდება საიტებზე. მალე აღმოიფხვრება ეს ხარვეზი და ყველაფერი იქნება გამოძიებული'' - განაცხადა მდინარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში