ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი - კელი დეგნანი

23 თებერვალი 2021, 20:18 1033 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს.

ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი“, - აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში