ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება

24 თებერვალი 2021, 14:35 1299 ნახვა

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე აკრძალულია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ვირუსის პრევენციისთვის ეფექტური დარჩა.

„ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგებს. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი იყო და მისი შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია. არსებული ეპიდვითარება სტაბილური და მისაღებია, თუმცა არაა იდეალური.  დღევანდელი შემსუბუქების ფონზე მთავარი ამოცანაა, ეპიდსიტუაციის გაუარესება არ დავუშვათ. გახსნის პირობებში სტაბილურობის შენარჩუნება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დარჩენილი შეზღუდვები ეტაპობრივად მოვხსნათ“,- აცხადებს თამარ გაბუნია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში