რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ

24 თებერვალი 2021, 14:23 1398 ნახვა

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა. ბათუმში - 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან. აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ძალაში რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში