გაფართოვდა ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ

24 თებერვალი 2021, 14:40 1175 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 მარტიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალი ფართოვდება, რომლისგანაც საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა ვიზიტორებს  შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით.

"საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპისთვის ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სახმელეთო საზღვრებზე ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში