15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ

24 თებერვალი 2021, 15:11 798 ნახვა

15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტდარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაიხსნება.

„კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან. 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში