მთის კურორტები ხვალ იხსნება

24 თებერვალი 2021, 20:06 937 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაუქმებული შეზღუდვების 80%-ის ნაწილი რამდენიმე საათში, ზოგიც კი რამდენიმე დღეში ამოქმედდება, მაგრამ თუ ბიზნესი პროტოკოლით გათვალისწინებულ წესებს არ შეასრულებს, ხელისუფლებას კვლავ შეზღუდვების დაბრუნება მოუწევს.

მთის კურორტებზე მდებარე ობიექტების მეპატრონეები საუბრობენ,რომ გახსნასთან დაკავშირებით ისინი გაცილებით ადრე უნდა გაეფრთხილებინათ.

ასევე ამბობენ, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში იყვნენ მზად ამ რეგულაციების დაცვით გაეგრძელებინათ მუშაობა. მართალია გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებენ, თუმცა საბოლოოდ იწონებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში