მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:28 738 ნახვა

100 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წევრები კოჯორში იუნკერთა მემორიალთან შეიკრიბნენ და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

"დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენს ისტორიაში. ეს დღე კიდევ ერთხელ გვამცნობს, რომ დიდია ღვაწლი და დამსახურება ჩვენი გმირების, მათ გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის  დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე და მის ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხის და ერის გაერთიანება"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში