რეკომენდაციების დაცვა საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ ეკონომიკა და ტურისტებს ვუმასპინძლოთ - თორნიკე რიჟვაძე

25 თებერვალი 2021, 12:40 797 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, ბრიფინგზე ყურადღება ეპიდსიტუაციის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში აჭარა ზაფხულში ტურისტების მიღებას შეძლებს.

"მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების დაცვა, რომლის აღსრულების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ ეპიდვითარება იყოს სტაბილური და ამ ყველაფერში საზოგადოების, მოქალაქეების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღეს,  ჩვენ საოპერაციო შტაბის ფორმატში, სხვა უწყებებთან ერთად, განვიხილეთ ეფექტური კონტროლის მექანიზმები, პირბადის ტარების ნაწილში, ასევე რა თქმა უნდა ეს შეზღუდვები ვრცელდება და გაგრძელდება სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოქალაქეებს, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შევძლოთ, ჩვენ ყველამ ერთად, შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება. მივცეთ საშუალება, როგორც ეკონომიკური ასევე საზოგადოებრივი აქტივობების აღდგენას, ამის პარალელურად ყველა ვიცავდეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, რაც საბოლოო ჯამში,  მოგცემს საშუალებას, რომ ეკონომიკა თანმიმდევრულად აღვადგინოთ. ერთიანი ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, რომ  ზაფხულისთვის ვიქნებით იმ პოზიციაზე, როცა შევძლებთ, ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, ასევე ტურიზმის უწყებებთან ერთად, რომ უკვე შევძლოთ, როგორც შიდა ასევე საგარეო მიმართულებითაც მივიღოთ სტუმრები და რა თქმა უნდა კერძო სექტორთანაც იქნება შესაბამისი კომუნიკაცია" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში