ადმინსიტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

25 თებერვალი 2021, 12:42 668 ნახვა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში