თურქეთთან საზღვრის გახსნის თაობაზე, ეპიდვითარების მიხედვით ვიმსჯელებთ- თორნიკე რიჟვაძე

25 თებერვალი 2021, 12:56 22333 ნახვა

"ორი-სამი კვირის პერსპექტივაში, იმის მიხედვით თუ რა ეპიდვითარება გვექნება ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს"-ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სახმელეთო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

​"მსჯელობა ყველა იმ საკითხზე მიმდინარეობს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. თუმცა სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით რეგულაციები ჯერ კიდევ რჩება ძალაში, შეიცვალა საჰაერო მიმოსვლის რეგულაციები. რაც შეეხება მეზობელ სახელმწიფოში მიმოსვლის ნაწილს, იცით, რომ გრძელვადიანი მოწვევის შემთხვევაში შესაძლებელია მოქალაქეები სამუშაო მიზნით გადავიდნენ მეზობელ სახელმწიფოში. თუმცა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ორი სამი კვირის პერსპექტივაში, იმის მიხედვით თუ რა ეპიდვითარება გვექნება, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და მათ შორის ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს,  ყოველდღიურად გადამომსვლელებს საზღვრის კვეთის უფლება"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში