ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია - აშშ-ს საელჩო

25 თებერვალი 2021, 17:06 798 ნახვა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელი.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები"-წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში