პიკეტირება და კომპენსაციები ჭიათურაში

25 თებერვალი 2021, 20:06 1017 ნახვა

პიკეტირებული შუქრუთის მაღარო ჭიათურაში. მოსახლეობა, მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. კომპანია „შუქრუთი+-სსა“და ადგილობრივებს შორის შარშან გაფორმებული მემორანდუმითა და ხელშეკრულებებით, კომპანიამ ვალდებულება აიღო მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად მიყენებული ზარალისთვის კომპენსაცია ეტაპობრივად გაეცა.

შეთანხმების დადებიდან პირველ წელს,  გასაცემი თანხა 700 000 დან 1მლნ ლარამდე უნდა ყოფილიყო, „შუქრუთი+“-ის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ კომპანიამ მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე გაცილებით მეტი, 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა და  დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის გაცემის პროცესი დღემდე ეტაპობრივად ხორციელდებოდა.

ასევე ამბობენ,რომ პანდემიის პირობებში მუშაობა არც ერთი დღით არ შეუჩერებიათ და ახლა,  პიკეტირება კი კომპანიაში დასაქმებულ 800 ადამიანს  დარტყმის ქვეშ აყენებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში