მარტიდან კერძო სექტორის ჩართულობით შესაძლებელია ტურისტების პირველი ნაკადის მიღება - თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2021, 12:37 974 ნახვა

მარტი-აპრილისთვის ჩვენი გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობით შესაძლებელია ტურისტების პირველი ნაკადის მიღება - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების გახსნის პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარიმართოს.

"მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ, რადგან ახლა განსკუთრებით მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდ დინიმაკა. სწორედ ეპიდ დინამიკიაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ ეკონომიკის დარჩენილი სექტორების და ტურიზმის აღდგენას  სეზონისთვის.

 შემსუბუქების პაკეტით სასტუმროებს და რესტორნებს საშუალება მიეცათ მიიღონ ვიზიტორები, ჩვენ ველით, რომ როგორც შიდა ისე გარე მიმართულებითაც ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით გარკვეული სიგნალები გამოჩნდება. ამ ყველაფერს ჯეროვანი და ეფექტური კონტროლი სჭირდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობა.

ჩვენ წესების დაცვით უნდა შევძლოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება. ზაფხულისთვის კი საერთაშორისო ვიზიტორების მიღება.

მარტი-აპრილისთვის ჩვენი გეგმის შესაბამისად, კერძო სექტორის ჩართულობით შესაძლებელია ტურისტების პირველი ნაკადის მიღება.

ჩვენ შევძელით, რომ ყველა ის მიმდინარე დაგეგმილი პროექტი არ გაჩერებულიყო, არამედ მეტი სისწრაფით განვითარებულიყო როგორც მშენებლობის, ასევე დაგეგმარების ნაწილში. ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს იმას, რომ ეკონომიკური აქტივობების გახსნის პარალელურად, მზად იყოს საჭირო ინფრასტრუქტურა. ამ პროცესს შესაბამისი უწყებები მონიტორინგს გაუწევენ" - განაცხადა თორნიკე რიჟაძემ.

მისივე განცხადებით, სკოლებში გამოვლენის და დადებითობის მაჩვენებელი არის 1 %-ზე დაბალი, რაც  სტაბილური დინამიკის მაჩვენებელია. მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით ამ მიმართულებითაც ტესტირება და მონიტორინგი გაგრძელდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში