სომხეთის პრეზიდენტის განცხადება

26 თებერვალი 2021, 13:01 1298 ნახვა

სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს არ სურს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ. მისი განმარტებით, გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ განცხადება არ არის რიგითი საკადრო ცვლილება, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის კონსტიტუციით თანახმად, გენშტაბის უფროსი უზრუნველყოფს თავდაცვას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას.  გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით არმენ სარქისიანს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ მიმართა, რაც გენშტაბმა მისი და მთავრობის სხვა წევრების გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზი გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილის პრემიერის ინიციატივით გათავისუფლება გახდა. უთანხმოება ნიკოლ ფაშინიანსა და ტირან ხაჩატურიანს შორის რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა „ისკანდერთან“ დაკავშირებით მოხდა. ხაჩატურიანმა პრემიერის განცხადებას, რუსული სისტემების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, არარეალური უწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში