ერევანში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

26 თებერვალი 2021, 17:53 895 ნახვა

სომხეთის პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა, რომლებსაც განუცხადა, რომ  გენშტაბის უფროსის   თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს. პრეზიდენტს კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მოუწოდეს  არ დაამტკიცოს პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის განკარგულება  გენშტაბის უფროსის  თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.  პარალელურად ერევაში მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერთა და მოწინააღდეგეთა აქციები მიმდინარეობს. 

მორიგი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა პრემიერის ინიციატივით თანამდებობიდან გაათავისუფლა გენშტაბის პირველი მოადგილე ტირან ხაჩატრიანი. მედიის თანახმად, მან პრემიერ ფაშინიანის განცხადებას რუსული ისკანდერების შესახებ არასერიოზული უწოდა.  თავის მხრივ, არმიამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

პრემიერმა მომხდარს სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა და გენშტაბის უფროსის და მისი პირველი მოადგილის თანადებობიდან გაათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა. ოპოზიცია უვადო აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ ქუჩაში დარჩება, სანამ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში