ვითარება სომხეთში

26 თებერვალი 2021, 20:00 1012 ნახვა

კვლავ დაძაბულია ვითარება სომხეთში. პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გრძელდება, დემონსტრანტებმა ბაგრამიანის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს. მთავრობის მოწინააღმდეგეებს შორის გაჟღერდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. აქციის მონაწილეებმა კარვები და ღუმელები დადგეს. მთავრობის გადადგომა შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მოითხოვა.

ეს მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარკეტო კომპლექსებიდან ნასროლი რაკეტების დიდი ნაწილი არ აფეთქდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში