სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა

27 თებერვალი 2021, 15:35 753 ნახვა

კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და შეუნარჩუნა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე. ეს რეიტინგი ჩვენ პანდემიამდე გვქონდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „S&P“-ის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნების შესახებ.

მინისტრის თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ  მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, ის საფუძველია, რაც აძლევს სარეიტინგო  სააგენტოს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ძველი რეიტინგი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში