ბათუმის სარაგბო კლუბმა ჯგუფის ლიდერი ''აია'' დაამარცხა

27 თებერვალი 2021, 21:04 1366 ნახვა

საქართველოს რაგბის დიდი 10-ის მე-10 ტურის შეხვედრაში ''ბ'' ჯგუფის ლიდრებების ''ბათუმისა'' და ქუთაისის ''აიას'' შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის სარაგბო კლუბმა საკუთარ მოედანზე პირველ ადგილზე მყოფი ''აია'' 22:13 დაამარცხა და ქუთაისლებთან ქულათა სხვაობა შეამცირა.

პირველი ნახევარი რიონისპირელებმა 5:6 მოიგეს. მეორე ნახევარში კი შავიზღვისპირელები გააქტიურდნენ და მეტოქეს 17 ქულა დაუდეს და საბოლოო ჯამში 22:13 მოიგეს.

ამ დროსთვის ბათუმის სარაგბო კლუბი 34 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ქუთაისს 38 ქულა აქვს და გათამაშებას ლიდერობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში