ზღვაში დაკარგულ 39 წლის კაცს ამ დრომდე ეძებენ

28 თებერვალი 2021, 18:10 1067 ნახვა

მაშველები ათი დღეა უშედეგოდ ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ კაცს. დაკარგულის ახლობლები სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვენ. სარფის სანაპიროდან 40 წლამდე ასაკის კაცი ზღვაში 17 თებერვალს შევიდა. ნათესავების ინფორმაციით, ფაქტს ჰყავს თვითმხილველები და მისი ზღვაში შესვლის შემდეგ შესაბამის სამსახურს მალევე დაუკავშირდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში შესაბამისი რესურსებია მობილიზებული . შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში