შევთანხმდით, რომ საქართველოს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი - სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 11:03 971 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ ვითარებაზე და შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი.

"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში, ნიშნავს რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნშვნელოვანია, რომ საქართველომ თვისი ევროპული გზა, დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამ გზაზე არ შეუშალოს ხელი. საჭიროა, რომ საქართველო როგორც დემოკრატიის კუნძული კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს როგორც საქართველოს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ. საუბრისას დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე და შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდები რაც მოდის ევროკავშირიდან. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე უნდა მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც არის საზოგადეობის მიერ მოთხოვნილი გზა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო ჩვენი ურთიერთბა არის მყარი და მეგობრული"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში