დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

01 მარტი 2021, 12:41 858 ნახვა

დონალდ ტრამპი ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს და 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.  აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა „ამერიკა პირველიდან ამერიკა ბოლოსკენ“ წავიდა.   ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ მომავალზე – ჩვენი მოძრაობის მომავალზე, ჩვენი პარტიის მომავალზე და ჩვენი საყვარელი ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა ტრამპმა. ეს მისი პირველი პირველი საჯარო მიმართვაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის შემდეგ, სოციალური მედიის პლატფორმებზე დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ამ დრომდე შეზღუდვები მოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში