მსოფლიო СOVID-19 სტატისტიკა

01 მარტი 2021, 12:45 774 ნახვა

მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 384 000 ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადების 114 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 8 ათასს 230 ადამიანი ემსხვერპლა.  გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში