„ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში პირველად აზიელმა ქალი გაიმარჯვა

01 მარტი 2021, 12:48 748 ნახვა

ქლოი ჟაო პირველი აზიელი ქალი გახდა „ოქროს გლობუსის“ 78-წლიან ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ქლოი ჟაომ ჯილდო ფილმისთვის “მომთაბარეთა მიწა” მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჟაოს ფილმმა საუკეთესო დრამის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. ამასთან, ჟაო მეორე ქალია ბარბარა სტრეიზანდის შემდეგ, რომელმაც „ოქროს გლობუსში“ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში