შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

01 მარტი 2021, 13:42 835 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. შარლ მიშელი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ სტაბილური ვითარება ადგილზე. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება არის საკმაოდ კომპლექსური და რთული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის"-განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, სოფელ ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში