მიანმარმა 19 ქვეყნიდან ელჩები გამოიწვია

01 მარტი 2021, 17:03 1031 ნახვა

მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ გაეროში მიანმარის წარმომადგენლის სკანდალური გამოსვლის შემდეგ  მსოფლოს 19 ქვეყანაში მოქმედი მიანმარის  საელჩოებიდან 100 დიპლომატი გამოიწვია. 

გაეროში მიანმარის ელჩმა განაცხადა, რომ  ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს და მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდა მიანმარში სამხედრო გადატრიალების დაგმობისკენ. მიანმარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უწყების 50-მდე დიპლომატი გამოწვეულ კოლეგებს ჩაანაცვლებენ. 

გაეროში მიანმარის ელჩი ხელისუფლებამ უკვე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და იგი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში