ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ - შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:09 909 ნახვა

პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ყველას ვიწვევ დღეს საღამოს შესახვედრად, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც  საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და მიღწევები. პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევით და ოპოზციიის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევებს და საქართველოს ინტერესების გათვალსიწინებით იმოქმედოს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, რათა შედგეს პოლიტიკური დიალოგი. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, ესაა სასამართლო სისტემის რეფორმა. დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა და შეგრძნება, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია და ყველამ ვიცით, რომ კონკრეტული საქმეები უნდა იქნას მოგვარებული.“, -განაცხადა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში