მინდა საჯაროდ დავადასტურო, მზად ვარ ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო - ირაკლი ღარიბაშვილი 

01 მარტი 2021, 18:35 913 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრისთვის.  ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

"მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა საჯაროდ დავადასტურო - მზად ვარ ამ შეხვედრას დავესწრო და მონაწილეობა მივიღო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავრობას და ოპოზიციას დღეს საღამოს შეხვედრა შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში