მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინაზე წვდომა - შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:45 811 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მლრდ ევროს ოდენობის პაკეტს, რათა მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, რათა თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში