იმ შემთხვევაში თუ შენობა ნაგებობას აქვს გარკვეული დარღვევები ინტერიერსა თუ ექსტერიერში და მათი უსაფრთხოება დადასტურებულია, დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს, პარლამენტს დღეს წარედგინა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას.