სუმოს განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინი დაქვეითდა

01 მარტი 2021, 20:04 1116 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მარტის რეიტინგი ე.წ ბანძუკე გამოაქვეყნა. ტოჩინოშინმა წლის პირველი ბაშო 4-11 ბალანსით დაასრულა და ბუნებრივია რეიტინგში დაქვეითდა.

33 წლის ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იყო. ახლა კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.

მარტის ბაშოზე ორი იოკოძუნა ჰაკუჰო და კაკურიუ იქნებიან. ოძეკის რანგში კი ასანოიამა, შოდაი, და ტაკაკეიშო იასპარეზებენ.

სეკივაკეს რანგში ტერუნოფუჯი და ტაკანოშო გამოვლენ. ჰარუ ბაშო 14-28 მარტს მსოფლიო პანდემიის გამო ტოკიოში გაიმართება. მარტის ბაშოზე მაყურებელი დაშვებული იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში