ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 22:38 841 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დიალოგი გაგრძელდება, შედგება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და შემდეგ ნაბიჯებზე ჩამოყალიბდებიან.

„შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში,  ჩვენ დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება.

ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე და ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ. 

მინდა, გითხრათ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესს.

კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში