აქცია პარლამენტთან-დაკავებულია 7 აქტივისტი

02 მარტი 2021, 12:02 775 ნახვა

რამდენიმე საათია პარლამენტთან ხმაური და დაპირისპირებაა. შვიდი აქტივისტი დააკავა პოლიციამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე. კანონმდებლებს დღეს დილით პარლამენტში შესვლა საყვირების ფონზე, ე.წ ლი სირცხვილის კორიდორების გავლით მოუწიათ. შენობის ყველა შესასვლელთან დილიდანვე შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები. სანამ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი არ აპირებენ შეწყვიტონ რეგულარული პროტესტი აქციების სახით, იმისთვის, რომ დისკომფორტი შეუქმნან დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში