კოვაქსთან თანამშრომლობა გრძელდება, გაუგებრობა ამოწურულია - თამარ გაბუნია

02 მარტი 2021, 12:40 703 ნახვა

"კოვაქს" პლატფორმასთან თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში რა რეჟიმშიც იყო განსაზღვრული - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტის შეკითხვას აპირებს თუ არა ქართული მხარე უჩივლოს "კოვაქს" პლატფორმას.

თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოვაქსთან გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია.

"ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით. ეს კომუნიკაცია მოხდება ,,კოვაქსთანაც'' და ,,კოვაქსის'' პარტნიორებთანაც. ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება მიმდინარე რეჟიმში"-განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში