ნიკოლ ფაშინიანი შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის

02 მარტი 2021, 12:42 812 ნახვა

სომხეთის პრემიერ - მინისტრი თავისი შეცდომებისთვის თანამემამულეებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ერევანში, მისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე განაცხადა. პრემიერი მომხრეებთან შვილთან და მეუღლესთან ერთად მივიდა. მან მომხრეებს პირობა მისცა, რომ გაკვეთილს გამოიტანს ჩადენილი შეცდომებიდან. აქვე ნიკოლ ფაშინიანი უშვებს შესაძლებლობას, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. ის ასევე, გამოვიდა წინადადებით, ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამის გაკეთება აუცილებელია პრეზიდენტთან, პარლამენტთან და პოლიტიკურ ძალებთან ერთად. გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში