დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ გამოვხატე პატივისცემა პატრიარქის და საპატრიარქოს მიმართ - ირაკლი ღარიბაშვილი

02 მარტი 2021, 12:51 1321 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრა საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით მან კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა და სიყვარული პატრიარქის მიმართ, ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ.

"მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მოწმე უპრენცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნხაული ცილისწამებების კასკადი, ვიხილეთ რაც აბსულუტურად მიუღებელია და არის ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ხალხის და ქვეყნის ინტერესს. მე ჩემი სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურე პატრიარქს, ჩემი პატივისცემა და სიყვარული" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში