რეგისტრაცია თურქეთში დროებითი სამუშაოებისთვის

02 მარტი 2021, 18:03 2679 ნახვა

დროებით დასაქმების მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია იწყება. თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვინც ერთხელ უკვე ისარგებლა მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, საელჩოს განცხადებით, აუცილებელია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და თან იქონიონ 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილი და მისი ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ერთი წელია ჩაკეტილია.

2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში