დაძაბულობა სომხეთში

02 მარტი 2021, 20:12 1215 ნახვა

სომხეთის პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, გათავისუფლებას ხელი კვლავ არ მოაწერა. არმენ სარგსიანი, ვითარების განმუხტვის მიზნით, მხარეებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ინსტიტუტი მოლაპარაკებებისთვის გამოიყენონ.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გაათავისუფლა. ამას გენშტაბის მხრიდან განცხადება მოჰყვა, სადაც ისინი პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება მოითხოვა.

ხვალისათვის ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება, მანამდე კი კარვებია გაშლილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში