144 465 ლარის გაფლანგვისთვის კომპანიის დირექტორს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

02 მარტი 2021, 18:01 1769 ნახვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების  გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შპს „ორბიტას“ დირექტორი დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება ხიხაძირი-ბაკოს გზის მშენებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში