საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

03 მარტი 2021, 10:53 869 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 349 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელს, 2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.7 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.3%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 805-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 541 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში