სომხეთში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან

03 მარტი 2021, 15:23 779 ნახვა

სომხეთში გენშტაბის მეთაურის გათავისუფლების საკითხზე  პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.  არმენ სარქისიანი თავისი პოზიციის დაფიქსირებას უახლოეს საათებში აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ  ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა უფროსმა არტურ ვანეციანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ოპოზიციამ პრეზიდენტთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვა, რაც  ქვეყნის მეთაურმა უარი განაცხადა გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გათავისუფლებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაამისამართა ბრძანების პროექტი, რომელიც სამხედრო მაღალჩინოსნის ავტომატურად გადაყენებას გულისხმობს.ძირითადი კანონის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია სამდღიან ვადაში პრემიერს დაუბრუნოს შესაბამისი აქტი.თუ პრემიერი არ ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაშინ  პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ამ აქტს ან გადააგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ პრეზიდენტი ამ მოთხოვნებს არ ასრულებს, შესაბამისი აქტი ავტომატურად შედის ძალაში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში