ტრაგედია ბოლივიის უნივერსიტეტში

03 მარტი 2021, 17:51 9868 ნახვა

ბოლივიაში ელ-ალტოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ჩხუბს   ნგრევა მოჰყვა, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.  სტუდენტების ორ ჯგუფს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად ასამდე სტუდენტი მეხუთე სართულზე შეიკრიბა.

შეხლა-შემოხლისა და  ჭყლეტის დაწყების შემდეგ  მოაჯირმა ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.  სტუდენტები 17 მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ. 

მეხუთე სართულიდან სულ 11 სტუდენტი გადმოვარდა. ადგილზე დაიღუპა  სამი, 4 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებული კიდევ 4 სტუდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში