გასპარიანი თანამდებობაზე 10 მარტამდე დარჩება

03 მარტი 2021, 17:36 848 ნახვა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარკისიანი გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანს შეხვდა, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებას  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ითხოვს.   შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე იმსჯელეს. 

პრეზიდენტმა და გენშტაბის უფროსმა აღნიშნეს, რომ  მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად მათი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობაა. სომხეთის გენერალურმა შტაბმა მანამდე  განაცხადა, რომ  ონიკ გასპარიანი შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო მეთაურის თანამდებობაზე სულ მცირე 10 მარტამდე  მაინც რჩება.

გენშტაბში აღნიშნეს, რომ  პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის შემდეგ გასპარიანს 8 დღიანი ვადა აქვს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში